კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:48
Advertisement

 

 

 

დალეწეს სალამურები 

მთაზე წასულმა მწყემსებმა: 

ეგ დეკეულის ცურები

ქალო, წყურვილით გევსება!


გულზე დამეცა ლოდივით:

ნატვრა, დარდი და წადილი,

გრძელია შენი ლოდინი

უმზეო წელიწადივით!


თვალის შეხედვა გიამა,

წელზე შეირხა ლატანი,

მკერდი გაგიღო ნიავმა -

სინზე დაყარა ატამი.


დამწიფდა ოქრო მტევნებით

რქა-ბუდუშური ჯაგანი,

შენს აჩრდილს ავედევნები

დაჭრილი მიჯნურთაგანი.


ველოფებოდი ირემსა,

შემხვდი დამფრთხალი კანჯარი,

ნეტავი მონადირესა,

რომელმაც დაგკრას ხანჯალი!


ტყეში გაგწიროს ტიალათ.

გზა აგირიოს ნაგეში;

მე შეგეყარო ტრფიალი -

შეგხვიო ვნების ბადეში.


ბაღი სავსე და ულევი

ნეტავი დამაკრეფინა!

ჩითით შემიკრა წყლულები -

შენ რომ გულიპირს გეფინა!


ვარდით შეკრულმა ბაგემა

ელვა მესროლა დილითა,

სიცოცხლის სიტკბო მაგემა

მაგ ლალ-მარჯანის მილითა! -


და მერე იყოს ალალი,

თუნდა შემახმეს მარჯვენა -

შენი კავი და დალალი

დაბლა გაშლილი მაჩვენა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen