კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:38
Advertisement

 

 

 

ის იყო შვიდი წლის ბავშვი.

მაისი, მინდორი, ჩიტი,

სიმღერა ოქროსფერ ნავში,

ზეცათა ლაჟვარდი- ჩითი.


ო, შვიდი…ო, შვიდი წელი

ოქროსფერ, ოქროსფერ ნავით…

მოცარტი, შენიე, შელლი-

მოზვავდნენ ახალი ზვავით.


გავიდა კვლავ წელი შვიდი,

იმ ნავებს თან გაჰყვა რული,

მშფოთვარედ გადიქცა მშვიდი,

გემების გამოჩნდა სული.


დაიმსხვრა გემების წყებაც,

ზღვა ქუხდა ბურუსში შავში,

ტალღებმა გააბეს ყეფა,

ტალღებმა წაიღეს ბავშვი.


ბრძოლისგან დაღლილი სახე

და ტყვია ჩამჯდარი თავში,

მე თვითონ დაჭრილი ვნახე,

ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen