კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:39
Advertisement

 

 

 

შენამდე არა მიშავდა,

არც რა მიჭირდა შენამდე,

გნახე, მზეც გადამიშავდა,

ტრფობის ქარ-ცეცხლში შემაგდე.

შენამდე ლხინი მეწადა,

შენამდე რწმენით ვიცადე,

დღეს გულიც გადამეწვა და

ჩემს მტერს რაც მე განვიცადე.

შენამდე ლექსით ვქუხდი და

ლექსი მყვა ლხენის სათავე,

გულს ჯავრად დამიდუღდი და

არც მომკალ, არც გამათავე.

შენამდე არა მიშავდა,

არც რა მიჭირდა შენამდე,

გნახე, მზეც გადამიშავდა,

ტრფობის ქარ-ცეცხლში შემაგდე,

შენამდე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen