კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:33

 

 

 

მტერი ვარ შენი,

შენი "მაფია",

ეშმა შენი და შენი გენია,

შენი ცხოვრების ბიოგრაფია

თითქოს წინასწარ

შემიდგენია.


ვიცი, სად უნდა

გაიდგა ფესვი,

სად უნდა აჰყვე სუროს მზისიერს,

სიტყვა, სიმღერა,

ოცნება, ლექსი,

ჯაშუშებივით შემოგისიე.


ვგრძნობ, რა დროს უნდა

წამოკრა ფეხი,

ვიცი შენს გზაზე

უკვე სად რა დევს,

ვიცი სად უნდა დაგატყდეს მეხი,

რომ მეხამრიდად თავზე დაგადგე.


ვიცი, მე როგორ გაქციო როკვად,

ვიცი, ო, გული როგორ გატკინო,

რომ სხვამ კი არა,

მე უნდა მოგკლა,

რომ მერე მკვდრეთით

მე აღგადგინო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ