შენ სწავლობ. წიგნებს ეძებ და ყლაპავ.
გაგიჟებს სუნი ძეგლის და დაფნის.
დრო გადის, მაგრამ სჯობს - უფრო სწრაფად.
მძაფრია, მაგრამ სჯობს - უფრო მძაფრი.ამიტომ, დიდხანს ნუ გაიჩერებ
იმედებს, დღეს რომ თავზე ევლები,
და, თუკი შესძლებ, ახლა იჯერე
გული სიცილით ანდა ცრემლებით.