კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 მარტი 2026 00:06

 

 

 

არა, არ ვსტირი -

ცრემლები

სულით მდაბალთა წესია -

არ ვსტირი, თუმცა მწარე ხვედრს

საჩემოდ დაუკვესია.


ქედს არ მოვუდრეკ შავ-ბედსა,

რაკი მტრად შემომესია,

მებრძოლოს, რადგან საჩემოდ

მახვილი გაულესია!


არც ვილხენ! გული სალხენად

არა მაქვს აძგერებული:

შუა გადამიტყდა ჩანგური,

სატრფოსთვის აჟღერებული.


მტერმა მომტაცა კეკლუცი,

მორცხვი და მოკრძალებული,

გულით წრფელი და სულით - კი -

ზეცამდე ამაღლებული.


იმედმა ზურგი მაჩვენა,

უკუღმა დამატრიალა,

ცრემლს-სისხლის ჟანგი შესწყვიტა

სიმთა ხმა, ნაზად წკრიალა.

შეიძლება დაგაინტერესოთ