კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 00:31
Advertisement

 

 

 

სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ!

მუდამ თან გიდევნო სუფრის მაზათა, 

ტანადობით ალვა განაზარდი ხარ, 

ალვის ხეო, რამ გაგხადა ვაზათა!

ნეტავი რა უყო, რა მოვიგონო, 

მე შენი ზიანი არ გავიგონო,

როდის მობრძანდები, ჩემო ბატონო,

ფეხქვეშ გაგეშალო ფიანდაზათა.

როდის გნახამ თვალი-იაგუნდითა. 

წარბები შეგეღებოს სურმა-გუნდითა?

ალმასის ჯიღა ხარ ოქროს ბუდითა,

სირმა ვერცხლი მოგიხდება რაზათა!

ხოხობივით დაგლოლავდე ველშია, 

ბროლის ჩაფი დაგეჭიროს ხელშია.

ნაქები ხარ შენ სუყველაფერშია,

შევარდენო რამ გაქცია ბაზათა!?

ვიწვი ეშხისაგან, ალი არა მაქვს, 

ნებით გეხვეწები, ძალი არა მაქვს,

საიათნოვა ამბობს - ბრალი არა მაქვს,

ნუღარ დამწვამ, ეს მეყოფა ჯაზათა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საიათნოვა  • • •   საიათნოვას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen