კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:01
Advertisement

 

 

 

ჩამოიმტვრევა ცის თაღი -

ლურჯი იასპის მინა,

უშენოდ არსად არა ვარ,

უფსკრულის ფსკერზე მძინავს.


რა მრჩება ყამარის კოშკთან,

მარტო ძეძვი და ღოლო,

გამიტანს დარდის ნამქერი

სადმე არაგვის ბოლოს.


ვის დავნანდებდი ნეტავი,

ვის დავუმძიმებ ლოდინს,

თუ გინდა, ნურც დამიტირებ,

ისე, უბრალოდ მოდი.


ჩამოიშლება თვალებზე

მიმწუხრისფერი ფარდა,

არც რა მგონია სიკვდილი

შენთან სიშორის გარდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen