მთარგმენლი: მაგალი თოდუა
|
უტურფესო, ჩემს გულს მჭრელად, შენი ტრფობის ხმალი უნდა, ბნელი ღამის მანათობლად შენებრ ტურფა თვალი უნდა.
შაქრად შენი ხალი უნდა, შაქრის სიტკბოს დასადნობად ბროწეულის ალი უნდა.
შაქრის გემო ტკბილი არი; ქვეყნად შენ ვის შეგადარო, მზესთან - ყველა ჩრდილი არი;
განუყრელი წყვილი არი, ერთ სასმისში მოვათავსებ, ორივ ჩემი წილი არი.
ღვინო ფერად ქარვის მინდა, შენთან თმათა - მუშკისა და ამბრის სუნთქვა პარვით მინდა.
მიჯნურობა ფარვით მინდა, შენი თმები ჩურჩულებენ: „ჩვენ სხვა მონა არვინ გვინდა!” |

