კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:53
Advertisement

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

თენდება, ჩქარა, მერიქიფევ, აღავსე ჯამი,

არ დაყოვნდება ჟამთა სრბოლა არც ერთი წამით.


სანამ დამდგარა დრო საწუთროს ყოფნა-არყოფნის,

შენ მაგ სასმისით დაგვიყენე არყოფნის ჟამი.


ეს ღვინო მზეა, ათმომხდარი თასის მაშრიყით,

თუ ლხინს ეძიებ, ძილს ერიდე დღისით თუ ღამით.


სანამ სადოქედ აზელილა ჩვენი ტალახი,

ღვინით ამივსე თავის ქალა ისე, ვით ჯამი.


ჩვენთვის უცხოა მწირობა და განდეგილობა,

კამკამა ღვინით დაგვლოცე და გვაამე ამით.


ჰაფეზ, სწორია, ვინც ამქვეყნად ღვინო იწამა,

ამ გზას დაადექ, არ დაფიქრდე არც ერთი წამით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen