კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:54
Advertisement

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

თმაგაშლილი, მღიმარი, ანთებული, ცხელი,

გულმკერდგადაღეღილი, გაოფლილი სველი,


ტკბილ ყაზალთა ღიღინით, ჯამით ხელში, ღამით,

სასთუმალთან მეახლა, ყელს მომხვია ხელი.


მწველ თვალებში უკრთოდა ჟინიანი ელვა,

ბაგეებზე უთრთოდა სევდის ჩრდილი ნელი.


მომეახლა მძინარს და ნაღვლიანად მითხრა,

ნუთუ თვლემსო მიჯნურო, სიყვარული ძველი?


ღვინის მადიდებელი ვინც არ არის ქვეყნად,

მან არ იცის ნამდვილი სიყვარული მწველი.


განდეგილო, დაგვეხსენ, ნუ აგვირევ სუფრას,

რადგან მხოლოდ ეს არის ჩვენთვის ლხენა მთელი.


ღვინოა თუ სამოთხის უკვდავების წყარო?

გამოვცალეთ ჯამები, ჩავისველეთ ყელი.


მრავალს გაატეხინებს აღთქმას, როგორც ჰაფეზს,

ქალის ნაწნავები და ღვინის ღიმი მწველი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen