კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:36
Advertisement

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

ჰე, მერიქიფევ, აგვინთე ჯამი

ღვინით, რომელიც ცეცხლის ფერია,

ჰეი, მუტრიბო, გვითხარ სიმღერა,

რომელიც ჯერაც არ გიმღერია.

ღვთიური ვნების დაგვიდგა ხვატი

და ჯამის ფსკერზე ვიხილეთ ხატი,

ეს ჩვენი ხილვა, სულისთვის ცხადი,

უმეცართათვის არაფერია.

მარადისობის განგვეღო ბჭენი,

ჰაფეზ, დარჩება სახელი ჩვენი,

რადგან, ვინც გზნებით გალია დღენი,

იმას სიკვდილი არ უწერია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen