კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 მარტი 2026 15:28

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

კურთხეულ იყოს ის დრო, როდესაც

შენ ჩემკენ ჩუმად გეჭირა თვალი,

როცა ჯერ კიდევ ღაწვებზე მაჩნდა

ვნებათა შენთა ღელვათა კვალი;


კურთხეულ იყოს ის დრო, როდესაც

იქით თვალით რომ მკილავდი მწყრალი,

აქეთ ტუჩებით ბადაგს მასმევდი

და იყავ ვნების მორჩილი ქალი;


კურთხეულ იყოს ის დრო, როდესაც

ნაქეიფარზე, ვით სიძე-სძალი,

მე და შენ ერთურთს შემოვრჩით ერთხელ

და შევაჯგუფეთ ცოდო და ბრალი;


კურთხეულ იყოს ის დრო, როდესაც

ლოყათა შენთა ძოწი და ლალი

გულს უმოწყალოდ მიფუფქავდა მე,

ვითა ფარვანას - კელაპტრის ალი;


კურთხეულ იყოს ის დრო, როდესაც

სუფრას გვილხენდი შენ, სუფრის თვალი,

და როცა მთვრალი თვალით გვიმზერდი,

გველეწებოდა რბილი და ძვალი;


ახლა რომ აგერ მეჩეთში ვგდივარ

და ღვინის ნაცვლად წინ მიდგას წყალი,

კურთხეულ იყოს ის დრო, როდესაც

სირაჯხანაში ვეყუდე მთვრალი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ