კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:28
Advertisement

 

 

 

და გიხილე, ღამეს ხევდი ფუნჯითა 

ვარდებს თესდი მარგარიტას სახლში 

მთის მიხვეულ და მოგრეხილ ქუჩით 

შინ მიქონდა მუშამბა და ხასი.


მეეზოვე კარს რაზავდა კეტით, 

რად ეტრფიო "ორთაჭალის ტურფას.” 

მთელი ღამე შენ დაჰქროდი ეტლით 

ან ხატავდა საქართველოს სუფრას.


ჩაუვლიდა მოხატულ აივნებს, 

თან ფიქრობდა, მარგარიტას სძინავს; 

უყვარდა და ყიდულობდა ყვავილებს 

და ავსებდა ყვევილებით ბინას.


არ ლოთობდა მედუდუკის ჯინაზე, 

არ უნდოდა ღვინის სმა და სუფრა. 

მარგარიტას ფერმიხდილი სინაზე. 

თეთრ ტილოზე ორჯერ გადიქუფრა.


ამ უბანში დადიოდი კენტად 

კაფანდარა, მოქეიფე, არიფი 

მარგარიტამ როგორ გაგიმეტა 

და ქუჩებში გაწანწალა ღარიბი.


ეგებ ცდები და წაღვერში გალობს, 

მიუმატა უცხო სუფრას მარილი 

ამ უეცრად სადმე სამკურნალოდ 

წაიყვანეს ავადმყოფი ყვავილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen