კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:05
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

გული ჩემი, გული ჩემი, გული ჩემი შენია,

სახე შენი, სახე შენი ბრწყინვალების მჩენია.


სატრფოვ ჩემო, სატრფოვ ჩემო, თუ მომთხოვე მე სული,

შენ გიბოძებ, შენ გიბოძებ... მე სხვა რა დამრჩენია!


ხელი შენი, ხელი შენი მოწყალებით გაშლილი...

ბაგე შენი, ბაგე შენი სიტკბობების მფენია.


სუნთქვა შენი, სუნთქვა შენი სიცოცხლეა სულისა,

ღვინო შენი, ღვინო შენი ჩვენი გადამრჩენია.


კარი შენი, კარი შენი ჩვენს სამადლოდ იღება...

შენი ვარდის, შენი ვარდის ელვარება ჩვენია...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen