კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 06:59
Advertisement

 

 

 

იქ, იმერეთში ტყემლები ბოლავს,

აქ კი წრიალებს ჩემი ოთახი.

მე შევიშლები ამ მარტის ბოლოს,

მე შევიშლები… ოღონდ ცოტახნით.


მოზიდეთ მთების ეს თოვლ-ყინული,

ეს გაუშლელი ფოთლის სინედლე,

თქეში და თქეში კოკისპირული,

სულის ვარვარი რომ გამინელდეს.


სულ ერთი ბეწო, ერთი ნამცეცი

ყელზე დამადგა სიტყვა ფხიანი -

მე სასულეში გადამცდა ლექსი

მიშველეთ, სული მხდება ხრიალით.


ღმერთო, ერთხელაც მომეც იღბალი,

გადავიტანო წუთი უკვდავი,

იქნებ როგორმე ამოვიბღავლო

ლექსი - ეს ჩემი სულთამხუთავი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen