კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:09

 

მთარგმნელი: ნომადი ბართაია

 

ისეა მთვრალი მისი სუნთქვით ადამის სული,

რომ ვეღარ ძალუძთ განასხვავონ იმ სუნთქვას იგი.

იგი ღელავს და მისი ღელვით ბორგავენ ზღვები,

მისი სიმთვრალით მთვრალი არის სამყარო დიდი.


ო, რა კარგია, რომ უჩუმრად მინებდე სიკვდილს,

ამ საწუთროში არ მოისხან ძაძები რიდით.

ჭეშმარიტების ღვინო არის ნებადართული,

ან კი შარბათი ღვთიურ ქვევრის აკრძალონ რითი.


რამეთუ ყრმაი გაბრუვდები ღვთიური ღვინით,

წელმოკაკული არ გახდები საწუთროითი.

თიხას განაქრობ? მოიპოვებ თავისუფლებას

იმ ღრუბლისაგან, შენ რომ გაყრის წვიმას და ქვითინს.


გულს შეყვარებულს განუმარტე ყოველი ესე

მოსავი ღვთისა და მცირედითაც შენზე თუ ითქმის.

წყალსა და თიხას განაშორე არსება შენი,

რომ გარდაიქცე სამუდამოდ მყარი და მკვიდრი.


მორწმუნე გახდი ისეთი, რომ წინასე შენთა

იყოს ყოველი მუსლიმანი მოთნე და ფლიდი.

აწ კი შთენილი შენ იუბნე შამს ედ-დინ თაბრიზ,

შენში ყოველი რომ სრულიქმნა… ეს ღმერთმა იცის…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ