კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:57
Advertisement

 

 

 

ცა გახლეჩილი ბროწეულია 

და ვარსკვლავებით, როგორც თვალებით, 

მიყურებს მთვარეს აქ ჩაუვლია 

და კვალი მისდევს ფერნამკრთალები.


მტკვარს მთვარის ჩრდილი ზედ დაჩნევია, 

გულზე ატყვია მთვარე ვარდივით. 

კლდე წყლის პირას ზის, თითქოს დევია 

და სიჩუმეში მიცურავს ტივი.


ტივზე გარდაცვლილთ სულები სხედან 

და ტივი გაღმა მიემართება 

და გაღმა მოჩანს ქვეყანა ზედა, 

სიო ეხვევა ვარდის ხლართებად.


და სიჩუმეში ისმის გალობა 

და ვარსკვლავების წკრიალი ისმის. 

იფეთქებს შუქი ღვთისა წყალობა, 

მერე ყველაფერს მოიცავს ნისლი.


გამოღმა ვდგავარ მწუხარე, მარტო, 

ნათელთა სულთა გამცილებელი 

და ცრემლგამშრალი წმინდა ცრემლს ვნატრობ 

და დაბრუნებას ტივისას ველი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen