ღელესთან ლოდი გადავაბრუნე, -
ყვითელი გლერტა ადგა მთქნარებით,
ტყის სურნელება მომესალბუნა,
წვიმების სუნი გადასარევი.მთელი დღე ლღვება სულში სალბუნი
და ფიქრითა ვარ ლოდის ნაწოლთან...
უბრალოდ - ლოდი გადავაბრუნე
და ხმელი გლერტა წელში გასწორდა...