კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 08:20

 

 

 

ვარ ატეხილი სალექსოდ 

და მტკივა ლექსის იარა. 

სიტყვების გვირგვინს ვწნავ და ვქსოვ, 

თან ვერა გამიგია რა.


საიდან მოდის, არ ვიცი, 

ლექსი, ქცეული ვარდებად. 

მანათობელი შავი ცის 

ხელებში ამიყვავდება.


ჩამესმის უცხო ჰანგები 

და უცხო ტალღა წამლეკავს. 

სიტყვებში ჩავიკარგები, 

ღმერთი ზარივით დამრეკავს.


ერთს ვიტყვი - ვერ მოვისვენებ, 

ათასი მრჩება სათქმელი. 

რა ფიქრებს შემომისევენ 

მინდვრები გადანათქერი.


რა ფიქრებს შემომისევენ 

მკვდრეთით აღმდგარი ხეები, 

ყვავილში - ცრემლის სისველე, 

სიზმრებში - სამოთხეები.


კვლავ ლექსმა წამომიარა, 

ჩამესმის იავნანები. 

მოვიხდი მე ჩემს ტიარას 

და ლექსში ჩავეტანები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen