კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 06:29
Advertisement

 

 

 

გამახსენებ, დავიწყებულ მელოდიას? 

ღამის თრთვილი დილით ტოტებს როგორ რთავდა... 

ბეღურები ნაკადულთან ერთობიან, 

აკაციას მოხდენია თოვლის ფატა...


გამახსენე, გამახსენე, ის სიცივე, 

მაშინდელი, რატომ იყო თითქოს თბილი; 

მოდი, ისევ ძველებურად გამიღიმე, 

გამიცოცხლე ის დღეები დაფერფლილი...


იქნებ მითხრა, რად დაკარგა სხივმა ძალა, 

ანათებს და გულს კი, იცი, აღარ ათბობს... 

გამახსენე მელოდია, რომ ხვალ კვლავაც, 

ჩვენი დრო და არსებობა გავამართლოთ...


გამახსენე მაშინდელი ზეიმები, 

მაშინდელი სიმღერები გამახსენე, 

გამახსენე მაშინდელი ჩვენი მთები, 

დათოვლილი კავკასია გამახსენე...


გამახსენე, იქნებ ძველმა მელოდიამ, 

ძველებურად ხასიათზე მოგვიყვანოს; 

ნაკადულთან ბეღურები ერთობიან, 

ზამთარი კი გაზაფხულის მოსვლას ნატრობს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ მეტრეველი  • • •   თამაზ მეტრეველის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen