კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:15
Advertisement

 

 

 

ჩემი ოცნება სიზმარშიაც კი ლესავს ისრებს,

და ძილის ფსკერზე ატორტმანებს შავ მყუდროებას,

ძილშიაც იბრძვის და ქიმერებს უგრეხავს კისრებს,

მოუსვენარი, არ ასვენებს მოხუც დროებას.


…და სიზმარეთში მეხატება ძველი ცხოვრება,

მომაგონდება: დავიბადეთ დიდ ხნის წინეთ.

ჩვენ განვიცადეთ გოლგოთა და გამაცხოვრება.

მკვდრეთით აღვსდექით, კვლავ მოვედით და ჩავიძინეთ.


მე ვხედავ მიწას, როს არ იყო ქვეყნად ცხოველი,

როცა ქაოსის ეშვებოდა შავი ფარდები.

ისე გმინავდა გადამწვარი და უცხო ველი,

ვით სასიკვდილოთ დაკოდილი ლეოპარდები.


…ცხელ უდაბნოში წავიქცევი მე უცაბედათ,

შევხედავ: - ჰყრია ხმელ ქვიშაზე ჩემივე ძვლები,

ხორცი დამწვარა, გაფიტულა ქარში აბედათ:

წინეთ მომკვდარვარ, დღეს დავდივარ და არ ვიცვლები!


ხან მომავალი შემეხება ნედლი რტოებით,

ვხედავ, თუ როგორ მაწამებენ მე, შეჩვენებულს,

შევყურებ ზეცას დასაწყლებით, განმარტოებით.

ვერავის ვხედავ, განწირული, ახლოს ჩვენებურს.


მაგრამ მე ვიცი: მაგარია ყოფნის ეშვები

და ბებერი დრო ვერ მოღუნავს სიცოცხლის ნებას,

ასჯერ მოვკვდები და ქვეყანას არ მოვეშვები,

მე თვით გავყვები ჩემი სულის გამოსვენებას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen