ეს ისე,
არც თავს გაცოდებ,
არც თავს გაწონებ ყამარო…
თუ არც მდიდარი ვინმე ვარ,
აღარც ღარიბი ყმა ვარო.
ციდან, რომ წვიმა იპნევა,
ზოგჯერ იმ წვიმას ვგავარო,
მინდა -
შენს პეშვზე დავლევ სულს,
კვლავ ცაში ავალო.