კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:56
Advertisement

 

 

 

მენატრებოდი და არტახებს იგლეჯდა მკერდი!

გიხმობდი ჩემად, ზესურვილი დიოდა ტანში,

აწყვეტილ გრძნობებს მოცახცახე სუნთქვაში ვტევდი,

ვნების ჭენებას თოხარიკით მივდევდი კვალში.


გაცლიდი სამოსს, ავგაროზად გკიდებდი ალერსს,

გათრობდი უხმოდ სხეულიდან დაწურულ ჟინით,

ალმურს ვახვევდი დასაკოცნად მიბნედილ თვალებს

და ასე შენში გადმოცლილი ვრჩებოდი დილით.


ვერ გთმობდი მაინც, დავესესხე სიცოცხლეს დრო და

გიკრავდი სუნთქვას ბაგეებზე დამცხრალი ქალი,

მომცრო ოთახში გარიჟრაჟის სიგრილე თრთოდა

და ბედის სანთელს უმოწყალოდ მიქრობდა ქარი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen