კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:52
Advertisement

 

 

 

ქარმა მშვილდივით მოზიდა შვინდი,

უეცრად დასხლტა ღრუბლებზე ელვა

და გაიბზარა საღამო მშვიდი

სამყაროს სულში აღიძრა ღელვა.


გაუმჭვირვალე ნისლების ასხმა

ჩამოეკიდა ცას ყელზე მძივად,

ეკლიან წვიმის მოვარდა თავსხმა,

ამოიოხრა ბუნებამ ცივად.


ქარი კი მხოლოდ მღეროდა ერთზე -

გადაეშალა დღეთა დავთარი

და სამოცდამეათე გვერდზე

გადაეკითხა ლექსი ავდარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen