კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2026 00:36

 

 

 

მე გავაკეთე აღმოჩენა -

ვარ ბედნიერი.

კვლავ შემწევს ძალა, ვიტირო და

მჯეროდეს ხვალის,

არავინ მითხრას - ცრემლი შრება,

მუდმივად ვდარდობ...

ცრემლი არ შრება, ცრემლით ხდება

გადახდა ვალის.


ყველას ცხოვრების რაღაც გვმართებს -

დიდი ან მცირე.

წასული წლები მეტად მკაცრი

განაჩენია,

ბევრჯერ დამცხრილეს, ფენიქსივით 

მაინც აღვსდექი

და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი -

რაც დამრჩენია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen