შენ მოიქეცი ჩემზე როგორც ზღვა, -
ვრცელი და თითქოს თვალგაუწვდენი.
ვიყავი ბავშვი, ვით შენ ოდესღაც
წრფელი, უზადო და განუცდელი.
მზეში მდგარი და სავსე სინათლით...
შენ მოიქეცი ჩემზე როგორც ზღვა,
და მე კენჭივით გავუჩინარდი.
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა