კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:44
Advertisement

 

 

 

რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა,

ქალს გაფრთხილება მარადჟამს უნდა,

თორემ შენს ხელში ისე დადნება,

ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.


ქალი ოცნების ჯადოქარია,

ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად...

გახსოვდეს, ქალი მაინც ქალია,

მოფერება და ალერსი უნდა.


თუ გსურს დღე ჰქონდეს მარად მზიანი,

ქალს ნუ უღიმი ფარისევლურად...

ყველა ქალი ხომ ლამაზი არის,

ლამაზი არის თავისებურად...


ქალი ყვავილს ჰგავს გიშრის ხალიანს,

ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა...

ქალი სიცოცხლის ნაპერწკალია

და რომ არ ჩაქრეს, სხვა სითბო უნდა.


ქალი მზეა და არა მყინვარი,

ქალს ნუ შეხვდები განრისხებულად,

ყველა ქალი ხომ ამაყი არის,

ამაყი არის თავისებურად...


ქალი ფარია, ქალი ხმალია,

შენი მხსნელი და ფარეში მუდამ...

გახსოვდეს, ქალი მაინც ქალია,

სიყვარული და ალერსი უნდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen