კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:04
Advertisement

 

 

 

ჩვენს საუკუნეს რაღაც ეშლება -

უფლის საქმეში ხშირად ეჩრება, -

დაუკითხავად სახლში ეჭრება,

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვითომ შერჩება?..


თუ არ მოვქაჩეთ აღვირი მაგრად -

წონასწორობას მერანი კარგავს, -

ინგრევა, ვატყობ, მოდელი, ქარგა...

არა! - ეს, ძმაო, ხუმრობას არ ჰგავს!..


გულმოდგინებით ჯიუტი მწერის -

უკვე ცისფერი გახვრიტა ჭერი

და... ჩვენი ქოხის იატაკს აწვიმს, -

გვაცვივა ციდან ფერფლი და ჭვარტლი...


...ჩვენს საუკუნეს, მგონი, ეშლება -

უფლის საქმეში ურცხვად ეჩრება!..

სიმშვიდეს ურღვევს, სახლში ეჭრება, -

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვითომ შერჩება?..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen