კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:56
Advertisement

 

 

 

მე არ მჩვევია გლოვა, ტირილი

და ცრემლთა ფრქვევა ნაკადულებად,

მთაშიც კი ვივლი, ბარშიც კი ვივლი

და შენთან მოვალ ისევ უვნებლად.


მე არ მჩვევია ოხვრა და მოთქმა,

არც ვინმეს რისხვა მე არ მადარდებს,

დე, გამიტაცოს ამ მიწის ორთქლმა,

გადამატაროს ცისფერ ლაჟვარდებს...


და განა გული ტკივილს არა გრძნობს?

თუმც არ სჩვევია შიში და ლტოლვა,

ვერვინ მომთხაროს, ვერვინ დამაზროს,

მე შენს მუხაზე დამყნილი რტო ვარ.


და თუ ყვავილი, ქარს აყოლილი.

ვიქცევი მტვრად და ნაკადულებად,

მთასაც მოვივლი, ბარსაც მოვივლი

და შენთან მაინც მოვალ უვნებლად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen