კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:53
Advertisement

 

 

 

გვარი - ხმალაღი,

გვარი - ფრთიანი,

მტრისთვის გაწნული მწარე სილაქი,

გვარი - გზამკვლევი ადამიანის,

გამონაშუქი ჯიშის, ჯილაგის.


გვარი - ურყევი სანგარი თემის

და გალავანი სალოცავ ტაძრის,

ამჯანყებელი სისხლის და ცრემლის,

ამწონ-დამწონი ცოდვის და მადლის.


ერთი გობიდან გამტეხი პურის,

ვარსკვლავთა ხომლზე უფრო მრავალი,

გვარი - სინათლე თვალის და გულის,

მზე გორის ფხაზე ამომავალი.


საუკუნეთა მხრებით მზიდველი,

შორით მოსული, შორს გამხედავი,

ისარი მშვილდის, გოზაწითელის,

ხეტარი ხმალის, გაუტეხავის.


გვარი - წარსული, აწმყო, მყობადი,

კაცთა თანმდევი ძირისძირამდე,

ალბათ, მაღალი უფლის ნობათი,

სამუდამოდ რომ დაგვიბინადრეს.


...მაშ, ცოდვილებო, ნუ იცვლით გვარებს,

ყრმანი წინაპრის კვალზე მოდიან,

გერჩიოს შენი

გინდ იყოს მდარე,

ნათხოვარს მიწყივ შენი სჯობია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen