კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:01
Advertisement

 

 

 

დააგვიანდა გამოდარებას,

სიკვდილი დადის სისხლიან თასით,

განა სიცოცხლე დაგენანება, -

თავის განწირვას არა აქვს ფასი.


შენს გაკეთებულს არავინ ხედავს,

ვიღაც აფუჭებს, რასაც აკეთებ,

ვერ გაუკვალავ ქარაფებს მხედარს

და ვერ დაპირავ სახნის - საკვეთელს.


გღალატობს, ჭერს რომ უყოფდი გუშინ,

თანაც გიგინებს სალოცავს მდუმარს,

მახვილს შურისას გაგიყრის გულში

და გაოგნებულს გაგწირავს უმალ.


ფულის გულისთვის შეეკვრის ვერაგს,

ფულია მისი ცხოვრების სარკე,

მერე მოძებნის, ქცეული გველად,

უცხო მხარეში გასაძრომ სარკმელს...


ნააკვნარს შენსას ყორანი აზის,

შენი გზაწვრილი ისევ გზაწვრილობს,

თავის განწირვას არა აქვს აზრი

და თავი მაინც უნდა გაწირო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen