კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:27
Advertisement

 

 

 

დადგა მაისი და მაინც ცივა,

გაცრეცილი მზე ამაოდ წვალობს,

ფიქრის ორმოში მხრებამდე ვზივარ

მწუხარებისაგნ გახრილი გალო.


წუთებს რომ ვითვლი, რა მემართება,

რამ შემაძულა დილა თუ მწუხრი,

ობოლი სული ობოლ სანთლებთან

ვარ დაჩოქილი ორივე მუხლით.


ვინ განმიკითხოს ჩუმი მლოცველი,

ნამცეცა იმედს ვინ მაზიაროს,

ხმელ ფოთოლს ვგევარ, ქარით მოცელილს,

გაკიდებული ჭიუხს ფრიალოს.


მომნატრებია სულის სანათი,

დაულეველი დარდით ვბერდები,

გაუვალია ჩემი ქარაფი,

იმედის ძაფი - მოუხელთები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen