კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:40
Advertisement

 

 

 

თქვენი და ჩემი არ იყოს

იყო და არა იყო რა....

თავი რაღაცა ეგონა,

ამიტომ მასზე ნიჭიერს

ვეღარ იტანდა მეგობარს.


თქვენი და ჩემი არ იყოს.

კრებაზე სიტყვას ამბობდა

ოქროს ვარაყით დანაფერს,

ქუჩაში სულ სხვას ამბობდა,

ან არ ამბობდა არაფერს.


თქვენი და ჩემი არ იყოს.

სმაში ყალბ სადღეგრძელოებს

წარბშეუხრელად ამბობდა,

მეორე დილით ნანობდა

თავის წუხანდელ ნაბოდვარს.


თქვენი და ჩემი არ იყოს.

აქებდა, რაკი აქებდნენ,

უნიჭო წიგნს და მხატვრობას,

გულში კი მათი ავტორის

გაქიაქებას ნატრობდა.


თქვენი და ჩემი არ იყოს.

გაქურდულ-მოტყუებული

გამოდიოდა დუქნიდან,

მიმტანს კი მაინც ჩუქნიდა,

თანაც მადლობას უხდიდა.


თქვენი და ჩემი არ იყოს.

ტაქსის მძღოლს ხურდას არ თხოვდა,

პასუხს არ თხოვდა ხულიგანს,

თავხედებს ანდა ლამაზებს

ყველგან უშვებდა ურიგოდ.


თქვენი და ჩემი არ იყოს.

თქვენი და ჩემი არ იყოს,

მის ბავშვებს ხშირად შიოდათ,

თვითონ კი ქვეყნის

წახდენა-უწესობაზე ჩიოდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen