კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:20
Advertisement

 

 

 

თეთრი ღამეა და ქუჩაში დგას საფირონი

კანკალებს როგორც მომაკვდავი ძაღლი ჩიბისი

შხამად იღვრება ვარსკვლავების წმინდა მირონი,

მაგრამ გამოჩნდა დედოფალი მაღალ კიბეზე.


მთელი სიცოცხლე საფირონი ელოდა ლამაზს

და ვერ გაბედავს დაკვნესებით სთქვას: კორდელია

ბეჭედს მოტანილს დაისიდან ვერ მისცემს დამას.

სპეტაკს თოვლივით დედოფალი უდარდელია.


დღით საფირონი კორდელიას პორტრეტებს ჰყიდის

ღამეში ხვდება დარბაისელ ქალის ორეულს.

გრძელი შლეიფით დედოფალი თეატრში მიდის -

ის არ შეხედავს წარჩინებულს და ცრემლმორეულს.


ნაზ ხელთათმანზე საფირონი ოცნებობს ხშირად

მაგრამ მთავრდება უგვირგვინდ დიდი ლოდინი

იგი დარჩება მოჩვენების გაყინულ გზირად

ქმნის ქანდაკებას შუაღამე, როგორც როდენი.


უნდა მიზრაფით ეამბოროს ფარჩეულ კაბას

მაგრამ ჩაივლის დედოფალი - ტანით ტირიფი

და საფირონი მიეკვრება დუქნის დარაბას

სეკუნდანტია ამ დუელში მთვარე ირიბი.


ხანდახან ისმის საფირონის ლურჯი ხველება,

აქვითინდება - კორდელიას უქმი მნახველი

მას, გადაქცეულს, ანგელოზი მიეშველება,

რომ მისცეს პოზა - სიყვარულის გამომსახველი.

 

მისთვის ტკბილია და მწარეა დღის დაღამება

როგორც წინაპარ ვარსკვლავების წმინდა მირონი

იქნება ამბობს კორდელია: მიყვარს სამება:

გაფრინდაშვილი პოეზია და საფირონი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen