კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:19

 

თარგმნა: გივი გეგეჭკორმა

 

ბიბლიოთეკის ბაბილონის მეხურა ჭერი,

ჩემი აკვანი იქ დაირწა, თვლემდა წყვდიადი,

ლათინურ ფერფლში ირეოდა ბერძნული მტვერი,

ამაღლებული ვიყავ ისე, ვით ფოლიანტი.

ორ ხმას ვუსმენდი. იმ ორთაგან ერთი, ვერაგი

მეუბნებოდა: "ცხოვრებაა ტკბილი ნამცხვარი;

მიაძეხ ისე, ვერ გაჯობოს ქვეყნად ვერავინ

და შენ მოგელის ნეტარება "აურაცხელი".

მეორემ მითხრა: "მიუწვდომელს გაჰყევ და წადი,

გაჰყევ ოცნებას..." ქარიანი ზღვის ნაპირივით

ის ხმა მღეროდა, - არსაიდან მოსული ლანდი, -

გაუგებარი ისე, როგორც ჩვილის ტირილი.

ალერსიანი იყო იგი, იყო ხიფათი,

მოვდივარ-მეთქი, ვთქვი თანხმობა და არჩევანი

საბედისწეროდ გადამექცა, იქ დაიბადა

ჩემი ტკივილი და მაწვალებს ბედი მდევარი.

ხილულის მიღმა, სადაც არის ჯერარნახული

ვხედავ მკაფიოდ სხვა ქვეყანას და  სხვა სინათლეს,

ექსტაზის მსხვერპლი, ნათელხილვის ჩუმი მსახური,

გველებით ფეხებდაგესლილი გველებს მივათრევ.

ო, იმ დღის შემდეგ, იმ დღის შემდეგ მოციქულივით

ვარ უდაბნოში და ზღვა არის ჩემი ემბაზი

მშვენიერების მსურს ღვინოში ჩავკლა წყურვილი,

ვტირი ზეიმზე და ვიცინი მწუხარებაში.

იმ დღიდან თითქოს ილუზიას ვემსახურები,

ვეცემი თხრილში, როცა მინდა შევხედო ზენიტს...

და მაინც ის ხმა მეუბნება: "იყავ სულელი,

შენნაირ სიზმრებს ვერასოდეს იხილავს ბრძენი..."


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ