კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 17:48
Advertisement

 

 

 

რა ძვირფასია მზის მისტერია.

როცა მფარავენ თეთრი წვიმები,

მაშინ ოცნება ნისლისფერია,

ვფიქრობ წარსულზე და ვიღიმები.


კიდევ მოგელის ბევრი წამება,

სადღაც იღბალი გამოვიარე,

მე უფრო მახსოვს ჩამოღამება,

მუსიკა ჩუმი და მგლოვიარე.


დასვენებაზე ვფიქრობ მოღლილი,

ცისფერ სინათლეს ვამჩნევ შინიდან,

ბევრი უდაბნო მქონდა მოვლილი

და პილიგრიმი ბაღთან მივიდა.


ვხედავ, ზმანებას სტკივა ფოთლები,

თითქოს უცნობი არემარეა,

თან მენატრება გზა უშფოთველი

და უნაზესი "ავე მარია".


"ავე მარია" გედის ჩრდილია,

ჩემი ცხოვრება იდუმალესი,

როგორც სიზმარი და იდილია,

მან მოიტანა ჩუმი ალერსი.


გლოვის ბაღები მქონდა მოვლილი,

შენ სიხარული თითქმის მადროვე..

მშვიდობით, მფარავს ღამის თოვლივით

მელანქოლია და სიმარტოვე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen