კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 08:42
Advertisement

 

 

 

ავანთებ სანთელს ღრუბელის წინ მოთენთილ ხელით

გადავშლი ბოდლერს, გადვიკითხავ მის "მარტოობას",

მეტყვიან ლანდნი, უცხო ლანდნი: "ჩვენ შენ მოგელით,

შემოგვიერთდი ახლობელო, გიცხადებთ ძმობას.


ჩვენ შეგვიყვარდა შენი სახე, ჩვენსავით მკრთალი,

შენი ოცნება უიმედო, გრძნობა სნეული,

ნუ შეგაშინებს ღამისფერი ჩვენი შრიალი,

ჩვენი ალერსი, ჩვენი კრთომა, ხმა შორეული.


დღეს გესალმება წყვდიადიდან შენ ჩვენი გუნდი.

გემუდარებით, რომ იწამო ჩვენი ზღაპარი.

ჩააქრე ცეცხლი, სამშობლოში ისევ დავბრუნდი -

გესმის, როგორ ქრის სასიკვდილო მარადი ქარი!


გაბედე მხოლოდ, უარყავი ეს ყოფნა ძნელი,

სინათლე მზისა და დღეების გამეორება,

და შენ მიხვდები, თუ რა არის მთვარის სურნელი,

და შენ გაიგებ, თუ რა არის ლანდის ცხოვრება!"


ავახელ თვალებს და გაქრება ლანდთა ღრუბელი,

- ჩემს წინ ბოდლერი, გადაშლილი ვით სახარება;

გიჟურ თვალებით შემომხედავს ჩემი ღრუბელი,

სინამდვილეში დაბრუნება დამეზარება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen