კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:39
Advertisement

 

 

 

სულზე მოუსწრო

წვიმამ აგარაკს,

ისევ აგორდა

ჭორის გორგალი

ზოგან ფარულად,

ზოგან აშკარად

ჩამოარიგა

ეჭვი ორგვარი.

უცებ ყველანი

იქცნენ ყურებად,

უცებ ყველანი

დაპატარავდნენ,

მაგრამ ამინდის

დამსახურება

აღარ ახსოვდათ

სახლის კარამდეც.

რადგან გათენდა

დილა ისეთი

და მზემ ჩრდილები

ისე არია,

უკვე არავინ

აღარ უსმენდა

ცნობილი ჭორის

ახალ ვარიანტს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen