კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:59
Advertisement

 

 

 

მე ვიხსენებდი წუხანდელ სიზმარს,

როდესაც ოდნავ შეირხა ლელი;

როგორც კი ლელი შეირხა ოდნავ,

მაშინვე თოფი ავწიე მაღლა,

როგორც კი მაღლა ავწიე თოფი,

ძაღლი მაშინვე დააკვდა მიწას;

როგორც კი მიწას დააკვდა ძაღლი,

წამომიფრინდა მაშინვე მწყერი;

როგორც კი მწყერი წამომიფრინდა,

დაიგრიალა მაშინვე თოფმა,

როგორც კი თოფმა დაიგრილა,

მწყერმა მაშინვე დაკეცა ფრთები;

როგორც კი ფრთები დაკეცა მწყერმა,

მაშინვე მოსწყდა მწევარი ადგილს;

როგორც კი ადგილს მოსწყდა მწევარი,

დაბლა დავუშვი მაშინვე თოფი;

როგორც კი თოფი დავუშვი დაბლა,

მაშინვე გული დამწყდა რატომღაც

და გამახსენდა ჩემი სიზმარი,

როგორც კი გული დამწყდა, მაშინვე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen