კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:44
Advertisement

 

 

 

რა ბინდისფერი ყოფილა წუთისოფელი თეთრი,

რა უბედური ყოფილა ბედნიერების ღმერთი.


რა საარაკო ყოფილა, სულმთლად უიღბლო კაცთა

იღბლიანობა, როდესაც განსაცდელი აქვთ განცდა.


რა საზარელი ყოფილა, ფრენა შეჭრილი ფრთებით,

სიცოცხლე, როცა გკლავენ და მაინც ცოცხალი რჩები.


რა სასაცილო ყოფილა, სვლა სატირალი გზებით,

როცა მწვერვალთა დამპყრობი ბუმბულ-საბანში კვდები.


რა ძნელსამტვრევი ყოფილა, ოქროს გალიის კარი,

რა ძნელსასმენი ყოფილა უგულო კაცის ზარი.


რა საშინელი ყოფილა, ჩემო რწმენავ და ხატო,

როდესაც ხატვა არ გინდა და მაინც უნდა ხატო.


რა ძნელსალეწი ყოფილა მწიფე საწუთროს კალო,

ჟამი, ყრუმუნჯთა სცენაზე, როცა მთელი ხმით გალობ.


როცა ცა გიხმობს ნათელი, მაგრამ არა გაქვს მოცლა,

როცა ყველაფერს წყევლი და თურმე ყველაფერს ლოცავ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen