კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 19:08
Advertisement

 

 

 

მტერი

ვით უზამს

სიავეს? -

რაც უყო

თავის ენამან?!

კეთილის

კილვა-აუგმან,

გულშავმან -

ზრახვა-რქენამან,

არც შეიწყალა

უფალმან, -

ქვენამან,

არცა -

ზენამან,

თვით გარდმოისხა

მდუღარე -

ბოროტმან, -

რისხვის დენამან...

სიმართლე გითხრათ, -

დასტურად,

ამ სულში

სხივთა ფენამან,

ბრიყვს

თავი მოსჭრა, -

მოცაკლა:

არ -

ბაგით

სიბრძნის ცვენამან,

არ -

აწონილმან

სიტყვამან,

არ -

მტრისგან

მტრულმან

წყენამან,

არა -

ხმალმან და

ხანჯალმან,

მხოლოდ -

თავისმან

ენამან...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ფარნაოზ რაინაული  • • •   ფარნაოზ რაინაულის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen