კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:51
Advertisement

 

 

 

და ის ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა,

ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!

ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, -

თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -

თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი,

თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი,

და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობალად...

და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...


ეხლაც, როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი,

შენგან დანავიწყი შენს წერილებს ველი,

ეხლაც! ეხლაც-მეთქი, ის შენი დობილი

ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი

და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს:

"ჩემსავითო, გწამდეს, ვერვინ გიერთგულებს!"

აი, გადაიძრო თავიდან თავშალი,

აი, გადიყარა კოხტად თმა ნაშალი

და ცრემლები თეთრი, და ცრემლები წმინდა

ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...


ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ,

იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ -

საალერსოდ მიწვევს შენსა ლექთამწყობელს

და წაგართმევს ჩემს თავს, და წაგართმევს მკობელს!

დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე,

თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -

თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი!

თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი,

და წამიყვანს სადმე მკერდზე მოსაყრდნობლად...

და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen