კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:47
Advertisement

 

 

 

მზეს ნატრულობენ გიანციტები

და ჩემი სუნთქვა უეცარ მოსვლას,

მე სიყვარულით ვერ დაგცილდები

და ფიქრი სხეულს გადაიმოსავს.


წელია მთვარე - ღამის ნოქარი,

სიზმარს დაეცა ნაზი გვირილა,

ცამ ყვითელ თაგვებს გაუღო კარი,

სურვილმა ყოფნა გადაგვირია.


ჩამოჭკნა დარდი, როგორც ზაფრანა,

დანგრეულ ღიმილს შეჰყურებს სარკე,

ოცნება კლდეზე გადასაფრენი

ჩემს გულში დარჩა მზესავით ცალკე.


გზა სიმწუხარით არის მორთული,

სიცოცხლეს ვუცდი დიდიხანია,

როგორც პატარა სპილოს ხორთუმი

მე მზის ამოსვლაც არ მიხარიან.


ლოდინი ფიქრით ვერ დაიშრიტა,

ისევ მარტო ვარ, როგორც კუნძული,

მაქვს თეთრი დარდი ცისფერ გიშრიდან

მკერდზე მტევნები გადაკინძული.


დრო გატიტვლდება ცრემლთა მოდენით

თვალებს აანთებს ალერსის მზევა,

და თითებს დაღლილს ამდენ ლოდინით

ალბათ, სიკვდილი გადაესევა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen