კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:52
Advertisement

 

 

 

ჟამიდან ჟამზე გასტყორცნი ისარს,

ზუზუნმა მისმა გინდა გაგართოს,

რომ დაუმიზნო? რას ამბობთ, მტრისას,

შენ ისე სტყორცნი, უმისამართოდ.

ჟამიდან ჟამზე აქუხებ თოფსაც,

შენთვის ჰაერში, ისე, უბრალოდ,

რომ დაუმიზნო და ვინმე მოჰკლა?

შენ დაგვიფარე მაღლით, უფალო.

და ცხოვრობ ასე, უსისხლოდ შენთვის,

საფრთხობელა ხარ მხოლოდ სხვებისთვის,

მადლობელნი ვართ, სხვა რაღა გვეთქმის,

ამ ქვეყნად შენი დაბადებისთვის.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen