კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:36
Advertisement

 

 

 

აურიეს, დაურიეს,

დევნის თეთრი ყვითელსა,

სინგურისფერ ყვავილს ვდიე -

ნეტა სად დაითესა?

ფერი ფერსო, მადლი ღმერთსო, -

ფერი ფერს არ ერევა,

ნუთუ, მართლა არ არსებობს

კანონზომიერება.

მოლისფერებს მოლისფერი

ვერა, ვერ შეუხამეს,

ვარდი ცალკე მოიმღერის,

ია ცალკე მწუხარებს.

უცებ, ფერთა სიმშვიდეში

ისე, ვით გამარჯვება -

ზაფრანისფერ მშვილდით ხელში

ყვითელი მზე ჩაჯდება.

ისევ აირდაირია,

ისევ აგვიქაოსდა,

ისევ ნაირნაირია

შეხვედრა სამყაროსთან.

ყველა მისთვის მილასლასებს,

ერთად ვერ დავალაგეთ,

სოფლის ფერთა სიხასხასე,

ენატრებათ ქალაქებს.

ერთმანეთში ვერ ჩაგვიწნავს

რა ფერსაც ჩავუფიქრდით,

როგორა გავს დედამიწას,

ეს რუბიკის კუბიკი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen