კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:55
Advertisement

 

 

 

გუშინ ღამით დამებადა

უცნაური იდეა, -

ლექსში მინდა გავაცოცხლო

ჯიმი, გიგლა, მინდია,

ჩემი ავთო, ჩემი გივი,

ირაკლი და ჯამბულა...

მეგობრებზე რა ხანია

არაფერი არ თქმულა.

ჰოდა, ახლა ძველ ალბომში

დავფათურობ ბავშვივით,

ღმერთმა აღარ მოგვიშალოს

ჩვენი ძმური კავშირი.

მოდით, ძმებო, ჩამოვასხათ

თავანკარა კახური,

გენაცვალოთ ჩემი თავი,

მე ვარ თქვენი მსახური.

თქვენი სევდა გულით დამაქვს,

თქვენი კარგი დღეებიც,

და ჩემს ირგვლივ დგახართ ახლა

ისე, როგორც დევები.

ვაი, რა უცებ გაგვიფრინდა

წლები ნასათუთები,

თუ ხანდახან ყველა ერთად

ბავშვობაში ვბრუნდებით.

გავიხსენოთ საშურია,

ოქრო ბიჭი ფოთელი,

და გზა მივცეთ ალალ ცრემლებს,

ალალ ცრემლებს მოდენილს.

ო, რამდენი სატკივარი

ახსოვს ამ ჩემს თაობას,

ძმებო, ბევრი თქვენთაგანი

ბავშვობაში დაობლდა.

ეჰ, რამდენჯერ მოვეფერეთ

ჩვენს ოცნებებს ახდენილს,

სულ ცოტაც და, ძმანო ჩემნო,

ბაბუებიც გავხდებით.

ღმერთმა აღარ მოგვიშალოს

ერთმანეთზე ფიქრები,

ვერა ძალა ვერ წაგვახდენს,

სანამ ერთად ვიქნებით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen