კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:50
Advertisement

 

 

 

ალუბლების და ტყემლების თოვით,

ულამაზესი დღეების გლოვით,

ლელიანებში ირმის ბღავილით

და მოფარფატე თეთრი ყვავილით.


მე ვეფერები ნაღვლიან სიზმრებს,

და ანგელოზთა გალობას ვისმენ.

ხეზე შერჩენილ უამრავ ბუდეს

ციხე-ქალაქის დაქცეულ ზღუდეს.


ჰაერში მაღლა აფრენილ ლექსებს,

კედლებზე ნაზად მიხატულ ფრესკებს,

უთეთრეს ტაძრის ღუღუნა ზარებს,

და ოქროს ჯაჭვით დაკიდულ მთვარეს.


ხსოვნას, რომელსაც მზის შუქი ადგას,

საფლავს, რომელზეც იები ხარობს,

გოგოს, რომელსაც ბიჭუნა ყვარობს.

სამშობლოს ჩემსას, სიცოცხლის წყაროს.


ალუბლების და ტყემლების თოვით

ულამაზესი დღეების გლოვით,

მე ვეფერები შენს ლამაზ მინდვრებს

სანამ ვცოცხლობ და ვარსებობ ვიდრე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen