კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:58
Advertisement

 

 

 

მგონი, რაც უფრო შევდივარ ხანში,

მშვიდად ვეჩვევი უცხო ალმურებს.

სხვა მელოდიას უკრავენ ქარში,

თითებს უწყობენ სხვა სალამურებს.

დგას ახლა სახლში სურნელი ვაშლის,

ვესაუბრები ბროლის ამურებს,

მაგრამ ეზოდან ტირილი ბავშვის

ამ დღესაც სევდით ასათაურებს.

ჩანან ბავშვები ცაცხვების გვერდით,

მიწას აყრიან ცისფერ სასახლეს

და წამებს ითვლის საათი კედლის...

ბავშვებმა მკვდარი ჩიტი დამარხეს...

და როგორც ხელი, შვილმკვდარი დედის,

სარკმელთან ცაცხვის ტოტი ცახცახებს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen