კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:53
Advertisement

 

 

 

აქვს უცნაური განცდა სიბერეს,

მკერდზე მობჯენილ ცივი ლულების...

ტანზე ჯირითით გადაგირბენენ

მერნები, ფლოქვებდანალულები.

წვავს ჰაერს გემო გასროლილ მასრის,

ცდილობს საუბარს სული სხეულთან...

ეს ტკივილია - მზის წითლად ჩასვლის

და სევდა - ცერზე წამოწეულთა.

მოსრისავ ხელში ფოთოლს სილიანს

და შეგიმჭვარტლავს დარდი სამშვინველს,

მაგრამ თუ გიყვარს - ნუ გეშინია!

თუმცა თუ გიყვარს - რა შეგაშინებს?!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen